Tuesday, June 15, 2010

მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციები

გასული საუკუნის მეორე ნახევარში საერთაშორისო არენაზე შექმნილმა პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა მდგომარეობამ დღის წესრიგში დააყენა მრავალი ორგანიზაციისა და გაერთიანების შექმნის აუცილებლობა.21-ე საუკუნის დასაწყისისთვის მსოფლიოში მრავალი საერთაშორისო თუ რეგიონული ორგანიზაცია მოქმედებს.სწორედ მათი ძალისხმევით ხდება არაერთი გლობალური თუ რეგიონული პრობლემის გადაწყვეტა.დანიშნულებისა და მოქმედების მიხედვით არსებობს უნივერსალური,სამხედრო-პოლიტიკური,ეკონომიკური და მრავალი სხვა სახის საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციები.

გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია,რომელიც ნებაყოფლობის საფუძველზე აერთიანებს მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოებს,არის საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია.იგი შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე,როცა მის წესდებას ხელი მოაწერეს მსოფლიოს 50 ქვეყნის წარმომადგენლებმა.წესდება ძალაში შევიდა იმავე წლის 24 ოქტომბერს,ამიტომაც 24 ოქტომბერი ყოველწლიურად აღინიშნება,როგორც გაეროს დღე.გაეროს ძირითადი მიზნებია:)დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება; )ხელი შეუწყოს და განავითაროს მსოფლიოს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხალხტა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპზე დაყრდნობით; )განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური,სოციალური,კულტურული და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად;)ხელი შეუწყოს ადამიანის ძირითად უფლებათა პატივისცემას.

დღეისთვის გაეროს წევრია 192 ქვეყანა,ბოლოს ამ ორგანიზაციის წევრი გახდა მონტენეგრო(2006.).საქართველო გაეროში გაწევრიანდა 1992 წლის 31 ივლისს.გაეროს საბჭოს მუდმივი წევრები არიან:აშშ,გაერთიანებული სამეფო,საფრანგეთი,რუსეთი და ჩინეთი.გაეროს შტაბ-ბინა მდებარეობს ნიუ-იორკში.